logo_geo
eng_logo
სოფელ ზოდში 9 ჰექტარის ტერიტორიაზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

30 მარტი. 2017. 00:56


 

„წლების წინ ჭიათურაში ჩაის კულტურის მოყვანისა და გადამუშავების ტრადიცია არსებობდა და ქართული ჩაის აღორძინება ჭიათურაში უკვე დაიწყო",- ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


გამგეობის ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ,,ქართული ჩაის"' ფარგლებში სოფელ ზოდში 9 ჰექტარის ტერიტორიაზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჭიათურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა დავით მოდებაძემ ადგილზე სამუშაოები დაათვალიერეს და დასაქმებულებს გაესაუბრნენ.


ზოდთან ერთად ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სამუშაოები სოფელ ნიგოზეთსა და გეზრულშიც მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner