logo_geo
eng_logo
ლეკა მენაბდიშვილი აკაკი გოგიჩაიშვილს: და შენ ხარ ჟურნალისტი?
- +

30 მარტი. 2017. 04:11



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს აკაკი გოგიჩაიშვილს მიმართავს:

 

„აკაკი გოგიჩაიშვილის თქმით, ნარმანიას ძმის შესახებ, კურიერ P.S.-ში გასული ინფორმაცია გადაუმოწმებელი იყო -არა არ გადაგვიმოწმებია, რომ გადაგვემოწმებინა, ხომ არ მოგვივიდოდა ეს შეცდომა... ეს ჩემი შეცდომა იყო, არხი ამ შეცდომას გამოასწორებს".

 

და შენ ხარ ჟურნალისტი ხო?!  სირცხვილის დაფა უნდა არსებობდეს და შენისთანა შემარცხვენელ ჟურნალისტებს" უნდა აკრავდნენ იმ დაფაზე! ესე რანაირად ამოიჭერით სინდისის ძარღვი ერთი გრამიც რომ არ დაიტოვეთ?! და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რას ამბობს? თუ განცხადება არ შეუტანია მერიას ჯერ? არ უნდა დარჩეს არცერთი ასეთი ფაქტი რეაგირების გარეშე!" - წერს მენაბდიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner