logo_geo
eng_logo
ლიკა ივანიშვილის პასუხი „რუსთავი 2“-ს!
- +

30 მარტი. 2017. 04:17



„ვინაიდან საზოგადოების ინტერესი დიდია, მინდა გავაკეთო განცხადება არა ერთი სუბიექტის პასუხად, არამედ საზოგადოების ინფრომირებისთვის", - ამის შესახებ ლიკა ივანიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ტელეკომპანია „რუსთავი 2" -ის ცილისწამებას პასუხობს.


„ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ სრულიად აბსურდულ და ცილისმწამებლურ განცხადებებს, დაირღვა ჩემი როგორც პიროვნების უფლებები. მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო, რომ დედის გვარს ვატარებ 2005 წლიდან. 2008 წლიდან ვარ ოფიციალურად განქორწინებული კუკური(კოკა) წივწივაძესთან, რომელსაც ამჟამად ჰყავს მეორე ოჯახი და არავითარ შემხებლობაში არ არის არც ჩემთან, არც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრთან და არც ჩემს სანათესაოსთან. მე და ჩემი ყოფილი მეუღლის იურიდიული მისამართები თანხვედრაშია, ვინაიდან ვცხოვრობდით ერთ უბანში, ერთსა და იმავე ქუჩაზე, თუმცა მრავალი წელია ჩვენი ფაქტიური მისამართები სხვადასხვაა. რაც შეეხება დედაჩემს-ქეთევან ივანაშვილს, ის მუშაობს სამტრედიაში ... ბაღების გაერთიანებაში, სპეციალისტად და მისი გავლენები არ სცილდება საკუთარ თავსა და ოჯახს. ჩემი ძმა-სოსო სულაბერიძე უმაღლესი განათლების და სპეციალური სავალდებულო საჯარისო სწავლების დასრულების შემდეგ არის .. თანამშრომელი, ბოლო წლებია მუშაობს გურიის პოლიციის დეპარტამენტში. რაც შემეხება მე შსს-ში დავინიშნე შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ და არ ვარ მაღალი თანამდებობის პირი.

 

მე და ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ ვსარგებლობთ არავითარი პრივილეგიებით, ვმოქმედებთ და ვცხოვრობთ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

 

მცდელობა იმისა, რომ ჩემთან და ჩემს ოჯახთან იქნას დაკავშირებული კონკრეტული პიროვნების დაკავების ფაქტი, არის აბსურდი და არცერთი გავრცელებული ინფრომაცია არ შეესაბამება სიმართლეს" , - წერს ლიკა ივანიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner