logo_geo
eng_logo
ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით ვეტერანების სამსახურმა დაპირებული შემოთავაზება მიიღო
- +

31 მარტი. 2016. 15:22


ესპანური კომპანია „სერკობეს"  წარმომადგენლები საქართველოს  მაისის დასაწყისში ეწვევიან. სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით ირაკლი შიხიაშვილი  2016 წლის მარტში ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის შედაგად ესპანურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქარველოში ვეტერანებისთვის 200 ადგილიანი სამურნალო სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაში 25 000 000 ევროს ინვესტიცია ჩაედო.



30 მარტს კომპანია „სერკობემ" ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოუგზავნა შემოთავაზების წერილი, სადაც ესპანური მხარე სრულ მზაობასა და დაინტერესებას გამოთქვამს პროექტის წარმატებით განხორციელებაში, რაც მოიცავს შენობის დაპროექტებას, დიზაინს, სამედიცინო ტექნიკით აღჭურვას, დაფინანსებასა და სამედიცინო პერსონალის მომზადება.



საწყის ეტაპზე, იმისათვის, რომ ეპანურმა მხარემ შეიმუშაოს წინადადება, საჭიროა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადება. ამის შემდეგ კი  კომპანია „სერკობე" პროექტს ესპანეთის ხელისუფლებასა და ესპანელ კონტრაქტორებს წარუდგენს, რის შემდეგაც ქართულ მხარესთან დაიწყება პროექტზე მუშაობა.





გთავაზობთ თარგმანს:

 


„ძვირფასო ბ-ნო ირაკლი,


უპირველეს ყოვლისა, გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ორგანიზაციას   მადრიდში ვიზიტისათვის და იმისათვის, რომ მოგვეცით საშუალება, წარმოგვედგინა განსხვავებული ხედვები და შესაძლებლობები. „სერკობეს" შეუძლია ვეტერანების ჰოსპიტალის დიზაინისა და კონსტრუქციის თქვენთვის სასურველი  პროექტის წარმატებული რეალიზაცია შემოგთავაზოთ.



ჩვენ ძალიან მოხარულები დავრჩით, როდესაც გავიგეთ, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური დაინტერესებულია ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით,  რომელიც  ეჭვგარეშე გამოასწორებს ქვეყნის ვეტერანებისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხს, რადგან ეს ხელს შეუწყობს მთელ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზაციას.



როგორც მადრიდში შეხვედრაზე განვიხილეთ, ეს არის კომპლექსური პროექტი, რომლისთვისაც ჩვენ დაგვჭირდება წინასწარი ანალიზი და სამუშაოს შეფასება: დაფინანსების საკითხებზე, დიზაინზე, შენობაზე, შესყიდვასა და უშუალო მოქმედებებზე, სანამ შემოთავაზება  მიიღებს დასრულებულ სახეს.



ამ წერილით, ჩვენ საკუთარ სურვილსა და დაინტერესებას გამოვხატავთ, რომ შევქმნათ ვეტერანთა ჰოსპიტალის პროექტის სრულყოფილი შემოთავაზება  (დაფინანსება სესხის პრინციპით, სუვერენული და სუბ-სუვერენული გარანტიით, დიზაინით, შენობით, აღჭურვილობისა და სამედიცინო მატერიალების შესყიდვით და პროექტის მენეჯმენტით).



მადრიდში შემდგარი შეხვედრების შედეგების გაანალიზების შედეგად და იმ გამოცდილებისა და მითითებების გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია (დიზაინში, შენობებში, შესყიდვების, ჯანდაცვის ცენტრების და ჰოსპიტალების მენეჯმენტში), ჩვენ გირჩევთ, დაიწყოთ მოლაპარაკებების წარმოება  კონსორციუმ „G.O.C"  და „აზია ჯენიუს"-თან,  როგორც საუკეთესო ვარიანტს, რომ რეალიზდეს ზემოხსენებული პროექტი.



აქედან გამომდინარე, იმ კონსორციუმიდან, რომელთანაც თანამშრომლობს  „სერკობე", „G.O.C" იქნება პროექტის ტექნიკური კოორდინატორი, ხოლო „აზია ჯენიუსი" - ადმინისტრაციული კოორდინატორი. პროექტის სხვადასხვა მიმართულებებში ჩართულები იქნებიან სხვა უმაღლესი კლასის სპეციალისტები,   რომელთანაც შეხვედრის  შესაძლებლობაც თქვენ გქონდათ მადრიდში ვიზიტის პერიოდში. ისინი შეირჩევიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან შეთანხმებით და  ეფექტურობის და კომპეტენტურობის კრიტერიუმით.

საწყის ეტაპზე  აქცენტი უნდა გაკეთდეს ჰოსპიტალის ფუნქციონალური დიზაინის და  ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საჭიროებაზე. რაც გახდება სრულყოფილი წინადადების შემუშავების წინაპირობა.



თქვენი მხრიდან, ამ პროექტის შესახებ ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიღების შემდეგ, შევაჯამებთ, განვიხილავთ და საუკეთესო წინადადებას შევიმუშავებთ, იმისათვის, რომ პროექტი დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ოფიციალურად წარვუდგენთ პროექტს ესპანეთის ხელისუფლებას  და „სერკობეს" მიერ წარდგენილ ესპანელ კონტრაქტორებს დაფინანსებისა და „EPC" წინადადების მისაღებად.

ველით შემოთავაზებას იმის თაობაზე, თუ რით შეგვიძლია დაგეხმაროთ პროექტის სხვადასხვა ეტაპებზე.


გამოვხატავთ ჩვენს უდიდეს პატივისცემას და მხარდაჭერას".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner