logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქს
- +

30 მარტი. 2017. 12:30



ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4%, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,8 % შეადგინა.


წელს ჩვენ 4%-ზე გვაქვს დაგეგმილი წლევანდელი წელი. პირველი თვეები გვიჩვენებს, რომ საკმაოდ კარგად მივდივართ. მე, რა თქმა უნდა, მაქვს შესაძლებლობა ყოველდღიურად თვალი ვადევნო მარტის თვის დამატებითი ღირებულების ბრუნვებს და აქაც ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქს. მარტის თვეში წინასწარი შეფასებით, რასაც ვუყურებ, ასევე საკმაოდ კარგადაა ექსპორტის ზრდა და შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას და ოპტიმიზმს, რომ დაგეგმილი მონაცემები და პარამეტრები წარმატებით შესრულდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner