logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ბიზნესთან პირდაპირი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია
- +

30 მარტი. 2017. 12:53


 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია ბიზნესთან. ბიზნესსექტორი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი და კეთილდღეობის მომტანი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიასთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრამდე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში" ჩატარდა.


მისი თქმით, ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანებული არიან ის კომპანიები, რომლებიც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დიდ ნაწილს ქმნიან და ბევრ ადამიანს ასაქმებენ.


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „კერძო სექტორისათვის მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგება, თუ რა გეგმები აქვს მთავრობას, რა შედეგებს ელოდება და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საინტერესოა კერძო სექტორის სურვილები. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ დიალოგშია შესაძლებელი ქვეყნის განვითარება".


პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 2017 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში. მისი თქმით, ასევე პოზიტიური შედეგით დასრულდა გასული წელი, როდესაც „საქსტატმა" მშპ-ის დაზუსტებული მაჩვენებელი 2,7 პროცენტის ოდენობით გამოაქვეყნა.


„ასევე კარგი შედეგები გვაქვს კერძო სექტორში დასაქმებასთან დაკავშირებით გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner