logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: ბედნიერი ვარ, რომ მაქსიმალურად საუკეთესოს ვთავაზობდით ვეტერანებს
- +

24 მარტი. 2017. 13:09


 

„საზოგადოებას ესმის და ზოგიერთმა რევიზორმა, ჟურნალისტმა, ჩინოვნიკმაც უნდა კარგად გაისიგრძეგანოს, რომ ვეტერანების მკურნალობაზე, რეაბილიტაციაზე ან პროტეზირებაზე ეკონომიას არ ვაკეთებდით უხარისხობის ხარჯზე", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი წერს.


„მე ბედნიერი ვარ, რომ მაქსიმალურად საუკეთესოს ვთავაზობდით ვეტერანებს, შესაძლებლობის ფარგლებში, მთავრობის დიდი მხარდაჭერით.

 

ჩვენ არ ვყოფდით ვეტერანებს გენერლებად და რიგითებად, კუთხურობით ან უწყებებით. ჩვენთვის ყველა ვეტერანის პრობლემა თანაბრად პრიორიტეტული იყო!

 

ჯანდრი უბირია მარტო ჩემი მოადგილე კი არ იყო, ის ჩემი თანამოაზრე და მეგობარია!

 

სწორედ ჯანდრის ინიციატივით დავიწყეთ ბევრი საინტერესო პროექტი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს", - წერს შიხიაშვილი.

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner