logo_geo
eng_logo
დავით დვალი: მინდა, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს ესმოდეთ, რაში სთავაზობენ მონაწილეობას...
- +

30 მარტი. 2017. 13:36



„მინდა, „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს კარგად ესმოდეთ, რაში სთავაზობენ მონაწილეობას. ერთიც და მეორე მხარეც შირმად იყენებს იმისთვის, რომ მიაღწიოს გეგმებს და კონტროლი დაამყაროს. იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ პირველ განცხადებაში ვთქვით, არ გამოვა ნაძარცვი ქონების დარიგებით სამართლიანობის იმიჯის შექმნა. თავშივე ეს პროცესი არის მცდარი, იმიტომ, რომ ინაწილებენ სხვის ქონებას", - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა გადაცემა „პოლიტმეტრში" საუბრისას განაცხადა.


„მეორე ნაწილი, შეიქმნა რაღაც შპს, ე.წ. წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც კიდევ უარეს ასოციაციას იწვევს ჩემში. ეს რაღაც პოლიტბიუროს ჰგავს. მივიღებთ სურათს, რომ იმ ქონებას, რომელიც ვითომ ხალხს ეკუთვნის, განაგებდა რაღაც პატარა ჯგუფი, რომელიც რეალურად ამ ყველაფრის ბატონ-პატრონი იყო და ხალხს როგორც არაფერი ჰქონდა, ისე არაფერი ექნება. ამ შემთხვევაშიც თანამშრომლები „ოფსაითში" რჩებიან. გამოდის, რომ ისინი ისევ გამოყენებული იქნებიან კონკრეტული მიზნისთვის. ერთიც და მეორე მხარეც ცდილობს, ჩაითრიონ პოლიტიკურ ინტრიგებში. მე ვიცი, რა წნეხის ქვეშ არიან და ისიც ვიცი, რომ ნამდვილად არ არის უმრავლესობა იმათ მხარეს, ვინც იძახის, რომ ჩვენ ერთად ვართ და ტელევიზიის სახელით აცხადებენ რაღაცეებს.

 

სარისკო ზღვრს მიუახლოვდა მათი თამაში, ჩათრევის ალბათობა, რომლის გადალახვის იქით ძალიან ძნელი იქნება ამ პროცესების გამიჯვნა და მერე თქვა, რომ ჩვენ რა ვქნათ. აი, ამ მესიჯის მიტანა მინდოდა თანამშრომლებთან, კარგად ესმოდეთ, რაში მონაწილეობენ", - განაცხადა დავით დვალმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner