logo_geo
eng_logo
რომან ფიფია: აფხაზ და ოს ბავშვებს საფეხბურთო აკადემიაში სასწავლებლად ვიწვევ
- +

19 თებერვალი. 2016. 01:38


გამოვთქვით სურვილი საფეხბურთო აკადემიაში აფხაზი და ოსი ბავშვები მივიღოთ, თუმცა ჯერ-ჯერობით არავინ შემოგვხმიანებია. თბილისის "დინამო" აფხაზი, ოსი, ქართველი და სხვა ეთნიკური ჯგუფის ფეხბურთელებისგან შედგებოდა, სწორედ იმიტომ მიაღწიეს წარმატებას. ადრე თუ გვიან მოვა დღე, აფხაზი, ოსი და ქართველი ბავშვები ერთ გუნდში ითამაშებენ. ჩვენ ამის უნდა გვჯეროდეს", - ამის შესახებ "აიპრესთან" ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელმა რომან ფიფიამ განაცხადა.



მისი თქმით, საქართველოს არცერთ მთავრობას სპორტი ისე არ დაუფინანსებია, როგორც დღევანდელმა მთავრობამ.


"ეს არის გრანდიოზული 5 წლიანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებას. მენეჯმენტს, კლუბებს, ბავშვებს, ფეხბურთელებს ეცოდინებათ მინიმუმ 5 წლიანი პერსპექტივა. დაფინანსება სკოლებზე, მასწავლებელებზე, მწრთვნელებზე და უსაფრთხოების სამსახურზეც გადავა. მთელი გუნდი ყველა მიმართულება იქნება დაფინანსებული", - განაცხადა ფიფიამ.


"დინამოს" საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელი "აიპრესთან" ამბობს, რომ რეგიონში მცხოვრებ ყველა ნიჭიერ ბავშვებს აკვირდებიან და ყურადღების გარეშე არ ტოვებენ.


სპორტის აკადემიაში არის საცხოვრებელი სახლი, სადაც უკვე 30-მდე ბავშვია. ჩვენ ყველა ნიჭიერ ბავშვს იქ უყრით თავს. ნიჭიერი ბავშვი ყურადღების მიღმა ვერ დარჩება. თუ ჩვენ ვერ ვნახეთ, სხვა ნახავს. ვფიქრობ, ფეხბურთი კიდევ უფრო სწორი გზით ივლის და განვითარდება", - განაცხადა ფიფიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner