logo_geo
eng_logo
ადვოკატი: ერთადერთი, სადაც შეიძლება მაგდა პაპიძე მივიდეს, ეს არის მისი შვილის საფლავი
- +

31 მარტი. 2016. 15:25


საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის პროცესზე ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა.


ადვოკატის მტკიცებით, პაპიძის მხრიდან მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საშიშროება არ არსებობს.



როცა შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიება, მოტივი იყო, რომ მაგდა გამოძიების მსვლელობაზე მოახდენდა ზეგავლენას. ახლა, როცა გამოძიებამ ფაქტობრივად დაასრულა მუშაობა და საგამოძიებო მოქმედებები, შეუძლებელია, მან ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე, ვინაიდან ჩვენებები უკვე მიცემული აქვთ და არ უნდა შეცვალონ.

 

 

არც მიმალვის საფრთხე არსებობს. ერთადერთი, სადაც შეიძლება მაგდა პაპიძე მივიდეს, ეს არის მისი შვილის საფლავი. შესაბამისად, ვშუამდგომლობთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე", - განაცხადა ადვოკატმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner