logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: ქვეყანას, რომელიც არ აფასებს თავის თავდადებულ მეომრებს, მომავალი ვერ ექნება!
- +

21 მარტი. 2017. 13:43


 

„ჩემთვის, როგორც რიგითი ვეტერანისთვის, უმნიშვნელოვანისი საკითხი იყო, არის და იქნება ვეტერანების ბედი და მდგომარეობა. ქვეყანას, რომელიც არ აფასებს თავის თავდადებულ მეომრებს, მომავალი ვერ ექნება!"- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი წერს.

 

„მინდა იცოდეს თითოეულმა ვეტერანმა და საქართველოს მოქალაქემ, რაც არ უნდა ბინძური პიარკამპანია დაიწყონ ჩემ მიმართ, ყველაფერს თავისი პასუხი აუცილებლად გაეცემა და მე, როგორც ჩემი ქვეყნის შვილი და რიგითი მოქალაქე, ყოველთვის ვემსახურები საქართველოს, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.

 

ემსახურებოდე შენს ქვეყანას და შენს ერს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს! ვიცი, ამაში ყველა დამეთანხმებით", - წერს შიხიაშვილი.


 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner