logo_geo
eng_logo
ოლეგ ლიაშკო: სააკაშვილი ქართველებისგან გარბის როგორც კურდღელი, რომ ციხეში არ ჩასვან
- +

30 მარტი. 2017. 14:26



უკრაინელმა დეპუტატმა და „რადიკალური პარტიის" ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ აღშფოთება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მალტაში „ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე მიხეილ სააკაშვილი დარეგისტრირებული იყო როგორც საქართველოდან დელეგატი.


მალტაში გამართულევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე სააკაშვილი დარეგისტრირდა როგორც საქართველოდან დელეგატი. რა მატყუარაა! ქართველებისგან როგორც კურდღელი გარბის, რომ ციხეში არ ჩასვან მკვლელობებისა და კორუფციისთვის, ხოლო უკრაინელებს უკრაინის სიყვარულის შესახებ ატყუებს.
სააკაშვილისთვის უკრაინა მხოლოდ ტერიტორიაა, სადაც ის ქართულ მართლმსაჯულებას ემალება", - წერს ოლეგ ლიაშკო.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner