უკრაინელმა დეპუტატმა და „რადიკალური პარტიის" ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ აღშფოთება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მალტაში „ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე მიხეილ სააკაშვილი დარეგისტრირებული იყო როგორც საქართველოდან დელეგატი.
„მალტაში გამართულ „ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე სააკაშვილი დარეგისტრირდა როგორც საქართველოდან დელეგატი. რა მატყუარაა! ქართველებისგან როგორც კურდღელი გარბის, რომ ციხეში არ ჩასვან მკვლელობებისა და კორუფციისთვის, ხოლო უკრაინელებს უკრაინის სიყვარულის შესახებ ატყუებს.
სააკაშვილისთვის უკრაინა მხოლოდ ტერიტორიაა, სადაც ის ქართულ მართლმსაჯულებას ემალება", - წერს ოლეგ ლიაშკო.