logo_geo
eng_logo
კობა გვენეტაძე: სესხების გალარება კვლავ შესაძლებელია, მაგრამ უკვე სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე
- +

30 მარტი. 2017. 15:17



ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მთავრობამ, ეროვნული ბანკის დახმარებით, ერთჯერადი აქციის სახით გალარების პროგრამა განახორციელა, თუმცა, სანამ მთავრობის ოფიციალური პროგრამა დაიწყებოდა, მანამდეც მიმდინარეობდა გალარება.


მისი თქმით,სესხების გალარება კვლავ შესაძლებელია, მაგრამ სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე.


რაც შეეხება გალარების სამთავრობო პროგრამას, კობა გვენეტაძის განმარტებით, მსესხებლები, რომლებსაც გალარება უნდოდათ, შედარებით უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ.


არასდროს ყოფილა ისეთი წარმოდგენა, რომ სესხს ყველა გაალარებდა. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იყო ძალიან ბევრი შედარებით პატარა ზომის სესხები, რომელთა გალარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა, შეიძლება ითქვას, რომ გადამხდელისთვის არ ჰქონდა. მაგრამ, მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ მსესხებლებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, პრობლემები ჰქონდათ სესხის გადახდასთან დაკავშირებით, მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

ეს იყო ის ერთჯერადი აქცია, რომელიც მთავრობამ განახორციელა ეროვნული ბანკის დახმარებით. არ დაგვავიწყდეს, რომ მანამდეც მიმდინარეობდა გალარება, სანამ ოფიციალური პროგრამა დაიწყებოდა.

ჩვენ, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განვაახლებთ კალკულატორს, რომელიც შემუშავებული გვქონდა ამ პროგრამისთვის და ვისაც სურვილი ექნება, ახლა სუბსიდიის გარეშე, შეეძლება სესხების გალარება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner