logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი: ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას
- +

30 მარტი. 2017. 15:38



დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ღია წერილით მიმართა. ტერეზა მეიმ ხაზი გაუსვა „ბრექსითის" შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობების შენარჩუნებას.


ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას. ჩვენ გვინდა, ერთგულ პარტნიორებად და მოკავშირეებად დავრჩეთ ირლანდიისთვის და კონტინენტზე ყველა ჩვენი მეგობრისთვის", - განაცხადა ტერეზა მეიმ.


მის თქმით, „პირადად იღებს ვალდებულებას, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან".


ევროკავშირთან მოლაპარაკებები კონსტრუქტიულად, პატივისცემისა და თანამშრომლობისკენ მისწრაფების სულისკვეთებით უნდა გაიმართოს. ჩვენს ინტერესებშია, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობისთვის, მაქსიმალური თავისუფლება უზრუნველყოთ ბრიტანულ კომპანიებთან ვაჭრობისთვის", - წერს ტერეზა მეი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner