დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ღია წერილით მიმართა. ტერეზა მეიმ ხაზი გაუსვა „ბრექსითის" შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობების შენარჩუნებას.
„ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას. ჩვენ გვინდა, ერთგულ პარტნიორებად და მოკავშირეებად დავრჩეთ ირლანდიისთვის და კონტინენტზე ყველა ჩვენი მეგობრისთვის", - განაცხადა ტერეზა მეიმ.
მის თქმით, „პირადად იღებს ვალდებულებას, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან".
„ევროკავშირთან მოლაპარაკებები კონსტრუქტიულად, პატივისცემისა და თანამშრომლობისკენ მისწრაფების სულისკვეთებით უნდა გაიმართოს. ჩვენს ინტერესებშია, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობისთვის, მაქსიმალური თავისუფლება უზრუნველვყოთ ბრიტანულ კომპანიებთან ვაჭრობისთვის", - წერს ტერეზა მეი.