logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: მარგველაშვილი რომ სულით და გულით „ნაციონალია“, ამას წყალი არ გაუვა!
- +

30 მარტი. 2017. 15:58



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ რასაც არასამთავრობოები ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ითხოვენ, არარეალურია. „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მჟავანაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილიც მათ მხარს უჭერს, რაც მარაზმია.


„რასაცმოსმენების გასაღებთან დაკავშირებით არასამთავრობოები ითხოვენ, მსგავსი არსად ხდება! თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ისრაელში არასამთავრობოებმა სპეცსამსახურებისთვის მოსმენის უფლების ჩამორთმევა მოითხოვონ და განაცხადონ, რომ მსგავსი უფლება გაურკვეველი წარმომავლობის ორგანიზაციას უნდა მიენიჭოს? ეს გამორიცხულია! ამ ყველაფერს მხარს უჭერს მარგველაშვილი, რომელიც უკვე ჩავარდნილია მარაზმში. მარგველაშვილი რომ სულით და გულით ნაციონალია, ამას წყალი არ გაუვა!" - აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner