logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: არ ვიცი, „რესპუბლიკელებს“ ამ პარლამენტში როგორ წარმოუდგენიათ კოალიციური რეჟიმი
- +

31 მარტი. 2016. 15:38


საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თამაზ მეჭიაური პატივს სცემს რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას, დამოუკიდებლად მიიღოს მომავალ არჩევნებში მონაწილეობა.  თუმცა პარლამენტარს უჭირს წარმოდგენა, როგორ წარმოუდგენიათ „რესპუბლიკელებს" არსებულ პარლამენტში კოალიციური რეჟიმი.



ამ პარლამენტში, როგორ წარმოუდგენიათ კოალიციური რეჟიმი, მე ამის თქმა მიჭირს. რაც შეეხება მთავრობას,  უკეთესი იქნება, ამაზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთოს განცხადება, როგორ წარმოუდგენია კოალიციურ რეჟიმში მუშაობა, მაშინ, როცა მთავრობა კონკურენტი პარტიის წევრებით იქნება დაკომპლექტებული", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner