logo_geo
eng_logo
„რუსეთუმეები და ფანატიკოსები თავს ნუ შეიწუხებთ!“ - ცოტნე გამსახურდია 31 მარტის აქციაზე მისვლის მსურველებს მიმართავს
- +

30 მარტი. 2017. 16:26



„ხელ და გულგაშლილი გელით ყველა საღად მოაზროვნე ადამიანსა და პოლიტიკურ ძალას. და ბოლოს: რუსეთუმეები და ფანატიკოსები თავს ნუ შეიწუხებთ!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით წერს.

 

„ახლა დამირეკეს სვანეთის შორეული ხეობიდან: ხვალ აქციაზე თქვენთან ვართო... შენი თანადგომაც გვახსოვს სვანეთის მტაცებლებისგან დაცვის საქმეში და ესეც რომ არ იყოს, სადაც საქმე ეროვნულობას და გმირებს ეხება, ჩვენ იქ უნდა ვიდგეთო. სიტყვასიტყვით ასე იყო...

 

მიმაჩნია, რომ ადამიანებს უნდა უთხრა სიმართლე და სწორედ ესაა ჩვენი შეკრების მიზანი. ხალხს უნდა უთხრა ის, რაც მან უნდა იცოდეს, და არა ის - რაც სურს, რომ მოისმინოს. გარდა ამისა, ხვალინდელი აქცია არ იქნება ე.წ. ზვიადისტების შეკრება. ეს ტერმინი თავის დროზე მოსკოვის ტელევიზიამ შეთითხნა, რათა სახელმწიფოებრიობისათვის, კანონიერებისათვის ბრძოლის მარგინალიზაცია მოეხდინა და ისე გამოეყვანა, თითქოს მრავალათასიანი აქციები და უამრავი ადამიანი ერთ კაცზე, „ბელადზე" იყო შეყვარებული! სწორედ ასეთი იყო მამაჩემის შეხედულებაც ამ ტერმინზე.

 

ხვალ ვიკრიბებით ადამიანები, ვისაც გული შესტკივა ქვეყანაზე, სამართლიანობაზე, თანასწორობაზე, კანონიერებაზე, და არავითარი ისტები თუ სხვა ამგვარი... პირადად მე გაძლევთ გარანტიას, რომ არავის მივცემ ამ პროცესის მარგინალიზაციის საშუალებას!

 

ხელ და გულგაშლილი გელით ყველა ამგვარად, საღად მოაზროვნე ადამიანსა და პოლიტიკურ ძალას. და ბოლოს: რუსეთუმეები და ფანატიკოსები თავს ნუ შეიწუხებთ!" - წერს გამსახურდია.

 

ცნობისთვის,  ხვალ, 31 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილები აქციას მართავენ. აქციის მთავარი მოთხოვნა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ობიექტური გამოძიებაა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner