logo_geo
eng_logo
არსებული ინფორმაციით, სუს-მა ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი დააკავა
- +

30 მარტი. 2017. 17:01



არსებული ინფორმაციით, ზედა ეწერში ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი სევერიანე ბერულავა სუს-ის ანტიკორუფიული სააგენტოს თანამშრომლებმა აიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რას ედავება საგამოძიებო უწყება ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელს.


„ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner