logo_geo
eng_logo
ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლოკალიზებულია
- +

30 მარტი. 2017. 17:02


 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრი ლოკალიზებულია. ცეცხლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთისა და ოკუპირებულ სოფელ ქსუისის გასაყართან გაჩნდა. მერეთში ცეცხლის ჩაქრობა ქართველმა მეხანძრეებმა მალევე მოახერხეს - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


გამგეობის ინფორმაციით, რუსი ე.წ. მესაზღვრეები და ცხინვალის სახანძროს თანამშრომლები ხანძრის ლოკალიზებას სოფელ ქსუისის ტერიტორიაზე ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა, არსებობდა საშიშროება, რომ ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტამდე გავრცელებულიყო.


ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი.


ჩვენი მხრიდან მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, სამწუხაროდ, ამ ორ სოფელს ეს რკინის ღობე ყოფს. ჩვენ მზად ვართ, ცეცხლის კერების ჩაქრობაში დავეხმაროთ ოსურ მხარეს", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.


როგორც აღვნიშნეთ, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამ დროისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლის კერების გაღვივების საშიშროება აღარ არსებობს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner