„როცა ისინი მღეროდნენ, მე ციხეში ვიყავი", - ამის შესახებ მომღერალმა თემურ თათარაშვილმა გადაცემა „პრიორიტეტში"კახაბერ ცისკარიძესთან დებატების დროს განაცხადა.
კახაბერ ცისკარიძე გადაცემაში აცხადებდა, რომ დღეს ის, როგორც მუსიკოსი დაბლოკილია.
„მაშინ არ მღეროდა მაია ჯაბუა, რომელიც უნიჭიერესი მომღერალია. არ მღეროდა ნუკრი კაპანაძე, არ მღეროდა ნატო მეტონიძე, ეკა კვალიაშვილი, აბა, ნახე, როგორ მომღერლები არიან. თუ მარტო ნიჟარაძეა მომღერალი? - ზოგი მაშინ იყო დედოფალი..." - განაცხადა თათარაშვილმა.