logo_geo
eng_logo
„2007 წლის შემდეგ, ბაგა-ბაღებში თანამდებობაზე აღდგენის ფურცელი გვქონდა, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიეთ“
- +

31 მარტი. 2016. 15:48


2007 წელს, თბილისში, გიგი უგულავას მერობის დროს გათავისუფლებული ბაგა-ბაღების ხელმძღვანელები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.




ისინი გათავისუფლებულ დირექტორებს თანაუგრძნობენ და მიზნის მისაღწევად სამართლებრივი გზების გამოყენებას ურჩევენ.



საკრებულოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე, თბილისში სკოლამდელი დაწესებულების გამგეების გათავისუფლებას უკანონოს, რომ უწოდებს, ძალიან მაინტერესებს არ ახსოვთ 2007 წელს, როგორ გამოგვიშვეს 150 საბავშვო ბაღის გამგე. ჩვენ სამართლიანდ გამოგვიშვეეს? 2007 წელს, უსამართლოდ გაგავათავისუფლეს, სასამართლოში ვიჩივლეთ, ხელში გვეკავა თანამდებობაზე აღდგენის ფურცელი, მაგრამ სამართალს მაინც ვერ მივაღწიეთ", - აცხადებს 75-ე ბაღის ყოფილი დირექტორი მაგული ლოლაძე. 



მაგული ლოლაძე აღნიშნავს, რომ ის ხალხი, რომლებიც დღეს ბაგა-ბაღების გათავისუფლებულ დირექტორებს მხარდაჭერას უცხადებენ, 2007 წლის მოვლენებით არც კი ინტერესდებიან.  



75-ე ბაღის ყოფილი დირექტორი თბილისის მერ, დავით ნარმანიას, მათ მიერ გამოჩენილი გულისხმიერებისათვის, ხოლო ბაგა-ბაღების მართვის დირექტორ თემურ თორდინავას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სისტემაში ძირეული ცვლილებებისთვის მადლობას უხდის. 



მე-17 ბაღის დირექტორი, ლია ბუთხუზი 2007 წლის მოვლენებს იხსენებს.



მისი თქმით, ისინი არ ამხოლოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან, არამედ, ყოველგვარი კონტაქტი გააწყვეტინეს ბაღის მოქმედ კოლექტივთან.



უსამართლოდ გამოგვიშვეს თანამდებობებიდან. მაშინდელი ხელისუფლება აცხადებდა, რომ არ გააკარონ ყოფილი დირექტორები ბაღებს, არ ეკონტაქტოთ, არ ურთიერთობოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაღის თანამშრომლებს სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდნენ", - აცხადებსლია ბუთხუზი.



ის ბაგა-ბაღებში 2007 წლის მოვლენებში პოლიტკურ სარჩულს ხედავს, დღევანდელ ვითარებას კი, სისტემაში დარღვევებით ხსნის.



პოლიტიკური მოტივით გაგვიშვეს. დღევანდელი დირექტორების თანამდებობებიდან გათავისუფლება რომ პოლიტიკური ნება ყოფილიყო, ის მოხდებოდა 2012 წელს და არა ახლა, როცა სისტემაში დარღვევები აღმოუჩნდათ",- აღნიშნავს ბუთხუზი.



ლია ბუთხუზი კოლეგებს სამართლებრივი გზით გასაჩივრებას ურჩევს და

მოუწოდებს, რომ მიმდინარე მოვლენები პოლიტიკურად არ დატვირთონ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner