logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მიწა ჩვენი ეკონომიკური ბრუნვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია
- +

30 მარტი. 2017. 18:38


 

„მიწა უნდა იყოს ეკონომიკური ბრუნვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და კანონმდებლობაც აქედან გამომდინარე უნდა შევქმნათ", - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხის საპასუხოდ განუცხადა.

 

„დიდი ალბათობით, არ არის სწორი, რომ კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებული ასეთი შეზღუდვები არსებობდეს. რა თქმა უნდა, რეგულირება  საჭიროა და ეს არის ცალკე სამუშაო საკანონმდებლო კუთხით.  ადრეც მაქვს ნათქვამი და ახლაც გავიმეორებ, რომ მიწა არის ჩვენი ეკონომიკური ბრუნვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი. მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ მიწა უნდა იყოს ეკონომიკური ბრუნვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და კანონმდებლობაც აქედან გამომდინარე უნდა შევქმნათ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


მისივე განცხადებით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა,  რომელიც  არ შეიძლება იყოს ხანმოკლე.


„ეს სერიოზული, ფუნდამენტური თემაა, რომელსაც შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს იმიტომ, რომ ეს გახლავთ მიწის შესახებ კანონი. ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს, რადგან მსგავს თემებზე გადაწყვეტილების მიღება უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად შესაძლებელი კონსენსუსის საფუძველზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner