logo_geo
eng_logo
ოზურგეთში წყალმომარაგების კომპანია გაიხსნა
- +

30 მარტი. 2017. 19:57



ოზურგეთის  ტერიტორიული ერთეულების სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წყალმომარაგების კომპანია შპს „სატისი" დააფუძნა. კომპანია სოფელ ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა. გარემონტდა საოფისე ოთახები და მოეწყო თანამედროვე სტანდარტების, საჭირო ტექნიკით აჭღურვილი ლაბორატორია.


ოფისის სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან. სამუშაოების ღირებულება შეადგენს - 24 442 ლარს, ხოლო ლაბორატორია მოეწყო სახელმწიფო სუფსიდიით, ღირებულებით - 27 000 ლარი.


შპს „სატისი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებს ლაბორატორიულად შემოწმებული, ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფს.


ჩამოყალიბების დღიდან "სატისმა" ამ დრომდე სხვადასხვა სოფელში 9 პროექტი განახორციელა.


წყალმომარაგების კომპანიის გახსნას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და გამგებლის მოადგილეები დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის დავით ცერცვაძისგან  შპს „სატისის" მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.


„აქამდე ოზურგეთს არ ქონდა სასმელი წყლის ლაბორატორულ შემოწმების საშუალება. გაჩნდა ამის აუცილებლობა და შეიქმნა კომპანია, რომელიც  სარგებელს მოუტანს როგორც მუნიციპალიტეტს ასევე რეგიონს," - აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.


„მუნიციპალიტეტმა საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება ჩამოეყალიბებინა წყლის კომპანია, რომელიც ადგილობრივი სოფლების ხარისხიანი, სასმელის წყლით უზრუნველყოფაზე იქნება პასუხისმგებელი. მის ბალანსზე არსებობს 5 ერთეული წყლის მაგისტრალი. ჯერჯერობით, შპს ოპერირებს მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუმცა ძალიან მალე ის თავისი საქმიანობით მთლიანად რეგიონს მოიცავს," - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. 


შპს „სატისში" 27 თანამშრომელია დასაქმებული.


წყალმომარაგების კომპანია შპს „სატისი" ოფიციალურად გაიხსნა.


მოეწყო თანამედროვე სტანდარტების, საჭირო ტექნიკით აჭღურვილი ლაბორატორია.


ჩამოყალიბების დღიდან "სატისმა" ამ დრომდე სხვადასხვა სოფელში 9 პროექტი განახორციელა.


შპს „სატისი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებს ლაბორატორიულად შემოწმებული, ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფს.



 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner