logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: ყველამ ცალკე ვიყაროთ კენჭი და მერე შევქმნათ კოალიცია!
- +

31 მარტი. 2016. 15:49


პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე მომხრეა, რომ  კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ცალ-ცალკე იყარონ კენჭი და შემდგომ შექმნან კოალიცია.



კოალიცია საკმაოდ რთული შესაკრებია, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ზოგიერთ პარტიას სხვადასხვა ხედვა აქვს. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ რესპუბლიკელებს" და მრეწველებს". არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს ძალიან პროქართული ორიენტაცია და ამას ისინი ვერ იზიარებენ. მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინება, რაც მიუღებელია ქართველებისთვის.

 

 

ჩვენ ვაყენებდით საკითხს, რომ კოალიცია შეიქმნას არჩევნების შემდეგ - ვინც გადალახავს ბარიერს, მერე შეიქმნას კოალიცია, როგორც ყველა ქვეყანაში ხდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება, თუ ასე მოხდება. ვნახოთ. პრემიერ-მინისტრის განცხადება წავიკითხეთ, ზეგ გაიმართება პოლიტსაბჭო და ალბათ, სერიოზული კამათი იქნება თემაზე, როგორ გაგრძელდეს ჩვენი მუშაობა. ჩვენ ვართ მომხრე, ყველამ ცალკე ვიყაროთ კენჭი და მერე გავაკეთოთ კოალიცია", - განაცხადა თოფაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner