ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში 2016 წლის შუახევის კომპლექსური ექსპედიციის პრეზენტაცია გაიმართა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოხერხდა იმ უნიკალური ფოლკლორული მასალის მოძიება-შეგროვება, რომლებიც სასწრაფოდ აუდიო-ვიდეო-ფოტო დაფიქსირებას საჭიროებდა.
კომპლექსური ექსპედიცია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასულ წელს აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.