პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაიმართა. სხდომას დაესწრო ბრალდებული ბაჩო ახალაია. ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმიანება.
„სერგო თეთრაძის წამების საქმისა განხილვაზე ახალაიას პროცესი დღესაც დაიხურა. 15 საათზე ჩანიშნული სხდომიდან სამი ჟურნალისტი და ახალაიას ოჯახის წევრები და გულშემატკივრები (აკაკი მინაშვილიანად ჯამში 7-8 ადამიანი) სასამართლო დარბაზიდან 15:15 წუთზე გამოვედით. მანამდე პროკურორებმა პროცესის დახურვაზე შუამდგომლობა წარადგინეს - სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ლევან ზაქრაძე უნდა დავკითხოთ, მას კითხვები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაკავშირებით უნდა დავუსვათ და სხდომის დახურვას ამიტომ ვითხოვთო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა პროკურორების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დარბაზში მყოფებს კარისკენ თავაზიანად მიგვითითა.
ბაჩანა ახალაია თვალშისაცემად შეცვლილია - ისეა მომატებული, კანში ვეღარ ეტევა", - წერს ნინო მიქიაშვილი.