logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი: ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ არ ვტოვებთ ევროპას!
- +

30 მარტი. 2017. 23:24



Irish Times-ი პრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის წერილს აქვეყნებს. როგორც მეი წერილში წერს, „პირადად იღებს ვალდებულებას გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან". ტერეზა მეის თქმით, ევროკავშირთან მოლაპარაკებები „კონსტრუქტიულად, პატივისცემისა და თანამშრომლობისკენ მისწრაფების სულისკვეთებით უნდა გაიმართოს".


„ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ჩვენ არ ვტოვებთ ევროპას. ჩვენ გვინდა ერთგულ პარტნიორებად და მოკავშირეებად დავრჩეთ ირლანდიისთვის და კონტინენტზე ყველა ჩვენი მეგობრისთვის.

ჩვენს ინტერესებშია, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობისთვის, მაქსიმალური თავისუფლება უზრუნველვყოთ ბრიტანულ კომპანიებთან ვაჭრობისთვის", - დაწერა ტერეზა მეიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner