logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: ერთხმად აღნიშნეს, სასამართლო ნამდვილად თავისუფალი ყოფილა და ამაში დავრწმუნდითო!
- +

30 მარტი. 2017. 23:36


 

„უდიდესი სიხარულია, როცა ბრალდებული დარბაზში თავისუფლდება, და როცა იცი, რომ ამაში შენი მოკრძალებული წვლილიცაა", - ამის შესახებ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„შალვა ხაჭაპურიძე - спасибо за грамотную работу! ადვოკატის კარგი ნამუშევარი იყო! ეს ის შემთხვევა იყო, როცა ადვოკატის იმედი გაქვს და თითოეული ნაბიჯის ერთად დაგეგმვა პროფესიული სიამოვნებაა.

 

ბესიკ ბუგიანიშვილი კი მართლა მოსამართლეა! კ ა რ გ ი მოსამართლე! მისი მიდგომა, დამატებითი ვადა და დამატებითი კვლევა, მისი კითხვები!

 

მიხარია, რომ პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულის გულშემატკივრებმა, ინტელიგენტმა ადამიანებმა, ექიმებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ სასამართლო ნამდვილად თავისუფალი ყოფილა და ამაში დავრწმუნდითო!" - წერს მაია ნიკოლეიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner