„უდიდესი სიხარულია, როცა ბრალდებული დარბაზში თავისუფლდება, და როცა იცი, რომ ამაში შენი მოკრძალებული წვლილიცაა", - ამის შესახებ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„შალვა ხაჭაპურიძე - спасибо за грамотную работу! ადვოკატის კარგი ნამუშევარი იყო! ეს ის შემთხვევა იყო, როცა ადვოკატის იმედი გაქვს და თითოეული ნაბიჯის ერთად დაგეგმვა პროფესიული სიამოვნებაა.
ბესიკ ბუგიანიშვილი კი მართლა მოსამართლეა! კ ა რ გ ი მოსამართლე! მისი მიდგომა, დამატებითი ვადა და დამატებითი კვლევა, მისი კითხვები!
მიხარია, რომ პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულის გულშემატკივრებმა, ინტელიგენტმა ადამიანებმა, ექიმებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ სასამართლო ნამდვილად თავისუფალი ყოფილა და ამაში დავრწმუნდითო!" - წერს მაია ნიკოლეიშვილი.