logo_geo
eng_logo
დაპირისპირება ბათუმში – თურქულმა კომპანიამ ტაძრის გალავანი დაანგრია
- +

31 მარტი. 2017. 01:30



ბათუმში, 26 მარტს წმინდა ევდემოზ კათოლიკოსის სახელობის ტაძრის გალავანი დაანგრიეს.

როგორც „რეგნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, გალავნის დემონტაჟი ეკლესიის გვერდით მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის წარმომადგენლებმა იმ მოტივით განახორციელეს, რომ მათი კუთვნილი მიწის ფართობი მრევლმა მიითვისა.


ირკვევა, რომ ტერიტორია თავიდანვე სადაო იყო, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში ტაძრის ტერიტორიის მესაკუთრე შალვა მელაძესა და მშენებარე კორპუსის მეპატრონე ნარგიზ ჰასთაოღლუს შორის წერილობით შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც გალავნის მშენებლობას ხელი არ შეეშლებოდა.


როგორც ადგილზე მისვლისას მღვდელმა ლუკა მიქიაშვილმა „რეგნიუსს" განუცხადა, თურქულმა კომპანიამ უკანონოდ და გაუფრთხილებლად დაანგრია ეკლესიის გალავანი.


„ვფიქრობ, რომ გალავნის დანგრევა უკანონო იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა თურქეთში, რომ ჩავიდე და მეჩეთის პატარა კენჭს, რომ შევეხო რას მიზავენ? - ჯერ ისედაც წვავენ იქ ქართველებს და დამწვავდნენ კიარა ამაორთქლებდნენ. არც კი გავუფრთხილებივართ ისე მოიყვანეს ტრაქტორი და ყაჩაღურად დაანგრიეს. როგორ გაბედეს გაუფრთხილებლად ამის გაკეთება ძალიან მიკვირს.

 

ფიზიკური დაპირისპირება, რომ ყოფილიყო დამიჯერე ეკლესიას შევწირავ თავს და ეგ ცოცხალი არ იქნებოდა. დამიჯერე ამის მოტივაცია , რომ მქონდოდა მე მოვკლავდი არცერთ ახალგაზრდას არ მივუშვებდი, დასაკარგი მაინც არაფერი არა მაქვს. მეზობლები ხელმოწერებს აგროვებ, რომ მათ საერთოდ ვეღარ შეძლონ აქ ცხოვრება და წავიდნენ აქედან",- განუცხადა „რეგნიუსს" მღვდელმა ლუკა მიქიაშვილმა.


მიწა, რომელზეც ახლა ეკლესია შენდება ბერი ევდემოზის საკუთრებაში იყო, რომელმაც ეკლესიის ასაშენებლად ის ამჟამინდელ მეპატრონეს შალვა მელაძეს გადასცა. ბერი ევდემოზის თქმით, ეკლესიის მრევლი კანონის შესაბამისად მოიქცევა.


„ინციდენტი არ მოხდარა ეს იყო კერძო დავა, რომელიც გადაიზარდა გაუგებრობაში. მაგათ რომ იცოდნენ რა გააკეთეს ჩოქვით მოვიდოდნენ და პატიებას ითხოვდნენ. როგორც კანონი გადაწყვეტს ისე მოვიქცევით მე რა უფლება მაქვს რამე გადავწყვიტო კანონზე წინ ვერ წავალ", - აცხადებს „რეგნიუსთან" საუბარში ბერი ევდემოზი.

მახალისეებმა უკვე სამასამდე ხელმოწერა შეაგროვეს. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი, საცხოვრებელ კორპუსს არა მაგრამ, სასტუმროს მშენებლობას შეეწინააღმდეგებიან.


„ჩვენ არ გვინდა ეკლესიის გვერდით სასტუმრო აშენდეს ეს დაუშვებელია. როგორი სანახავია ეკლესიის გვერდით სასტუმრო. თურქებმა ნამდვილად დაანგრიეს გალავანი და ჩვენ ამას ვაპროტესტებთ არ ჰქონდათ ამის უფლება, ხელიც მოვაწერეთ, რომ საერთოდ არ ააშენონ აქ არაფერი და წავიდნენ აქედან", - აცხადებენ მეზობლები.


„რეგნიუსი" შეეცადა თურქული კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას, თუმცა როგორც განაცხადეს, მეპატრონე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.


აქვე გთავაზობთ „რეგნიუსის" ფოტოკოლაჟს:


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner