ბრიუსელში, თურქეთის საკონსულოსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Belga წერს. საკონსულოსთან ერთმანეთს რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია მომხდარს იძიებს.