სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ხე დააპატიმრეს. მას მექრთამეობაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონფიდენციალური ინფორმაციის უცხო ადამიანისთვის (ჩხვე სუნ სილი) გადაცემაში ადანაშაულებენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ექს-პრეზიდენტის დაკავებაზე ორდერი სეულის სასამართლომ გასცა.