logo_geo
eng_logo
„არჩევნების ბოლო თვეს მთელი აქცენტის გადატანა იმაზე, რომ ვიღაცა გადმოცურავს ზღვას, იყო არასწორი!“
- +

31 მარტი. 2017. 04:31



„ევროპული საქართველოს" წევრმა გოკა გაბაშვილმა, გადაცემა „განსხვავებული აქცენტებში" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის არჩევნების ბოლო თვეს, მთელი აქცენტების გადატანა იმაზე, რომ ვიღაცა გადმოცაურავს ზღვას, იყო არასწორი. გაბაშვილმა ასევე დაასახელა განსხვავებები, „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოს" შორის.


„პირველი საუბარი იმაზე, რომ არჩევნების გზა არაპერსპექტიულია მიმაჩნია დიდ პოლიტიკურ შეცდომად.

 

მეორე, ეს იყო დამოკიდებულება საპარლამენტო საქმიანობის მიმართ, რომ თბილ სკამებზე დაჯექით და მივატოვოთ საპარლამენტო ტრიბუნა, ცივილიზებული ინსტიტუტები და პროცესები გადავიტანოთ სხვაგან, როცა ამის არანაირი წინაპირობა არ არის, იყო შეცდომა.

 

მესამე,  8 ოქტომბერს დილას მანდ ვიქნები და გადმოვცურავ ზღვას, ამ მოლოდინის გაჩენა იყო შეცდომა, მითუმეტეს, რომ დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი ამას არ აპირებდა ", ­ განაცხადა გოკა გაბაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner