logo_geo
eng_logo
სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ფაქტი გახსნეს
- +

31 მარტი. 2017. 10:44



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა. 

 

„ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქალაქ თბილისში, სხვადასხვა ადგილებიდან ამოღებულია უკანონოდ განთავსებული, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმინისათვის განკუთვნილი, სამი ერთეული ელექტრონული მოწყობილობა - ე.წ. „სიმ ბოქსი" სათადარიგო ნაწილებთან ერთად, რაც უზრუნველყოფდა ტექნიკური აღჭურვილობის სრული დატვირთვით მუშაობას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, კანონსაწინააღმდეგოდ, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და  მნიშვნელოვნად აზარალებდნენ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს.

 

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული მაშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკვე გამოვლენილია 13 ერთეული „სიმ ბოქსის" უკანონოდ განთავსება-გამოყენების ფაქტი.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სსკ  185-ე, 192-ე და 218-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner