ციხისძირში, ობშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
ეკა ბესელიას განცხადებით ეს ადამიანები არათუ ამ ხეების გამო არ წუხან არამედ ზოგადად მათ ადამიანები არ აინტერესებთ.
"ეს ადამიანები არათუ ამ ხეების გამო არ წუხან არამედ ზოგადად მათ ადამიანები არ აინტერესებთ. ამიტომ ეს ტერიტორია რომელიც თავის დროზე მათ მიერ იყო უკანონოდ გასხვისებული ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაზე და ეს გარემოებები ძალიან ბევრ სხვა საეჭვო საკითხებს უკავშირდება, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხების გადასაფარად იყო მთელი ეს არანორმალური კამპანია მათ მიერ დაგეგმილი". - განაცხადა ეკა ბესელიამ.