logo_geo
eng_logo
GWP-ის სერვისებით სარგებლობა ახლა უკვე მობილური აპლიკაციითაც არის შესაძლებელი
- +

31 მარტი. 2017. 12:08



კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მობილური აპლიკაცია შექმნა, რომლის ინსტალაცია  iOS და Android ოპერაციული სისტემების სმარტფონებზეა შესაძლებელი. 


gwp მობაილ აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლები ოპერატიულად მიიღებენ ინფორმაციას წყალმომარაგების და წყლის ხარისხის შესახებ, დაუკავშირდებიან კომპანიის კონსულტანტებს ონლაინ ჩატის და ცხელი ხაზის საშუალებით, დარეგისტრირდებიან SMS სერვისით სარგებლობისთვის, შეამოწმებენ აბონენტის დავალიანებას და გაეცნობიან სერვისცენტრების ადგილმდებარეობას.


gwp მობაილ აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვა სმარტფონებზე   play store-დან და  app store-დან არის შესაძლებელი.


     


კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომავალში სხვა სერვისებსაც  შესთავაზებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner