logo_geo
eng_logo
„სამი წელი გავიდა...“ - ვალერი გრიგალაშვილი
- +

31 მარტი. 2017. 12:13




„სამი წელი გავიდა..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილი პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი ნოდარ გრიგალაშვილის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით წერს.

3 წლის წინ, 56 წლის ასაკში ყოფილი პარლამენტარი ნოდარ გრიგალაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნოდარ გრიგალაშვილს ფილტვის სიმსივნე ჰქონდა.


ნოდარ გრიგალაშვილი ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში 1958 წლის 3 მაისს დაიბადა. მან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკაკულტეტი 1980 წელს დაამთავრა.


იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1981 წელს მესტიის სკოლა-ინტერნატის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1981-1987წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და I საშუალო სკოლის პედაგოგი; 1984-1988წწ. ალმანახ „კრიტიკის" განყოფილების გამგე; 1987-1990წწ. გამომცემლობის მთავარი რედაქტორი; 1990-1998წწ. გაზეთ „საქართველოს" მთავარი რედაქტორი; 1998 წლიდან „ახალი საქართველოს" მთავარი რედაქტორი. ავტორია ლექსების კრებულის „ზრუნვის საგანი"(1987), ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილების „სამწუხარო პარალელები"(1988). 1994 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია მიიღო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner