logo_geo
eng_logo
ედიშერ ქარჩავა: პატრიარქი გამოძიებას დეკანოზ მამალაძის საქმის ობიექტურად გამოძიების საშუალებას აძლევს
- +

31 მარტი. 2017. 12:46



საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა არ გამორიცხავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი დაიკითხოს, თუმცა აცხადებს, რომ ამის თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.


ზოგადად, როგორც ქარჩავამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, „სანამ საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება პროკურატურა უფლებამოსილია, ნებისმიერი პირი დაჰკითხოს".


სანამ საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება და მხარეებს შორის მტკიცებულებები არ გაიცვლება, მანამდე პროკურატურა უფლებამოსილია, დაკითხოს ნებისმიერი პირი, თუმცა, რაიმე ახალი გარემოება ჩემთვის ცნობილი არ არის", - განაცხადა ქარჩავამ.


კითხვაზე, თუ არის მისთვის ცნობილი პატრიარქის დამოკიდებულება მამა გიორგისთვის პატიმრობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ქარჩავამ განაცხადა, რომ „პატრიარქი აძლევს საშუალებას გამოძიებას, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული საკითხი".

 

როგორც საზოგადოება, ასევე ჩვენც უნდა დაველოდოთ სასამართლო პროცესის დაწყებას, სადაც გამოაშკარავდება ყველა მტკიცებულება", - განაცხადა ქარჩავამ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner