logo_geo
eng_logo
მაგდა პაპიძე: ვერ დავიტირე ჩემი ორი კაცი
- +

31 მარტი. 2016. 16:22


ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქალაქო სასმართლოში დღეს გამართულ პროცესზე მან შემდეგი განცხადება გააკეთა:




პროკურორები და გამომძიებლები აქცენტს აკეთებენ ჩემს მიმართ, რომ მე ჩავიდინე ეს. მესმის, მე ბრალდებული ვარ, მაგრამ გთხოვთ როგორც ბრალდებული, შვილმკვდარი დედა და ქვრივი, აქცენტს ნუ აკეთებთ, რომ ეს ჩემი ჩადენილია.

 

 

ეს არის შესაძლო შემთხვევა და პირველ რიგში, ეს დასამტკიცებელია. იმის გამო, რომ ვერ ვიტირე ჩემი ორი კაცი - ჩემი შვილი და ქმარი, სული მაქვს გაგლეჯილი, რადგან ჩემხელებში ისინი, როგორც თბილები, ისე ჩამრჩნენ. რეალურად ჩემს წარმოდგენაში ისინი გარდაცვლილები არ არიან. მე თავისუფლება რომ მდომოდა, იმისთვის მენდომებოდა, რომ მომეოხებინა და ადამიანურად მეგრძნო ის ტკივილი, რაც გადამხდა და რაც აღარ მაქვს. მაგდა პაპიძეს არსად მიმალვა არ უცდია. მაგდა პაპიძე შველას სთხოვდა პირველ რიგში სამეზობლოს, სამედიცინო პერსონალს, ტრასაზე ვიდექი და ხელებს ვუქნევდი სასწრაფო დახმარების მანქანებს, ბრიგადებს, ვანიშნებდი, საით ვიყავი. მაგდა პაპიძე არსად არ დამალულა, გაცხოველებული ითხოვდა სიმართლეს და შველას", - განაცხადა პაპიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner