logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: მარგველაშვილს საერთოდ არ ახასიათებს სახელმწიფოებრივი აზროვნება!
- +

31 მარტი. 2017. 15:59


 

„მარგველაშვილის ძალიან ბევრი არასახელმწიფოებრივი მოქმედება შეიძლება ჩამოვთვალოთ", - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელმა პეტრე მამარაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და მარგველაშვილის კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია" გამოეხმაურა.


როგორც მამრაძე აღნიშნავს, არაა გამორიცხული, ეს იყოს მისი საარჩევნო კამპანია. მისივე თქმით, მარგველაშვილი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და მას სახელმწიფოებრივი აზროვნება არ ახასიათებს.


„მარგველაშვილს საერთოდ არ ახასიათებს სახელმწიფოებრივი აზროვნება. გამოდის პირადი ინტერესებიდან. ასე იყო მაშინ, როცა გამოაცხადა, რომ არ შევიდოდა სააკაშვილის სასახლეში, ეს იყო მისი მყარი პოზიცია; თუმცა მერე შევარდა და ამით შეასრულა თავისი ძველი მეგობრების, ბოკერიების პირდაპირი მოთხოვნა. ნაციონალებს და თვითონ სააკაშვილს ძალიან ეშინოდათ, რომ თუ ახლადარჩეული პრეზიდენტი არ შევიდოდა რეზიდენციაში, ეს უკანასკნელი გადაიქცეოდა სააკაშვილის მრავალი დანაშაულისა და ვეებერთელა თანხების დახარჯვის სიმბოლოდ. ნახეთ ჩვენზე ბევრად მდიდარი ქვეყნები, თუნდაც ბალტიის ქვეყნები, რომელიმე პრეზიდენტს აქვს სასახლე? არ აქვს. მარგველაშვილმა ამით შეასრულა ნაციონალების დავალება და, ცხადია, თვითონაც უნდოდა ასეთი ცხოვრება.

 

მარგველაშვილის ძალიან ბევრი არასახელმწიფოებრივი მოქმედება შეიძლება ჩამოვთვალოთ, ახლა კი სამარცხვინო არის ის, რომ მთელი კონსტიტუციიდან, მარგველაშვილი დაინტერესდა შედარებით უმნიშვნელო საკითხით, თუ ვინ და როგორ აირჩევს პრეზიდენტს და ეს იმიტომ ხდება, რომ მას აქვს სრული ილუზია, რომ თუ საყოველთაო არჩევნების წესი დარჩება ძალაში, მაშინ ის შეძლებს, ისევ გახდეს პრეზიდენტი. მარგველაშვილს ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მის გარშემო არიან, ეუბნებიან, რომ „ქართული ოცნების" რეიტინგი დაეცა და მათი კანდიდატი გამარჯვებას ვერ შეძლებს, მარგველაშვილს კი ამის სჯერა", - ამბობს მამრაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner