logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანი: დღევანდელი გადაწყვეტილება ყველასთვის სასარგებლოა!
- +

31 მარტი. 2016. 16:42


რესპუბლიკური პარტია დღეიდან  საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში გადადის, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

 ამ თემაზე „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი ესაუბრა. მისი თქმით, 2012 წლის არჩევნებისთვის  პარტიები რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, და ფიქრობს, რომ მათ წინაშე მდგომ ამოცანებს უპასუხეს. მისივე თქმით, არჩევნებზე ცალ-ცალკე გასვლა დადებითად აისახება მომავალ მთავრობაზე, რადგან არ გაჩნდება კითხვები მანდატების განაწილებისას, ყველაფერი ხმების მიხედვით გადანაწილდება.




„მე დიდი პოლიტიკოსი არ ვარ და შეიძლება კარგად არ მესმის, მაგრამ გამიკვირდა, თუ „რესპუბლიკელები" არჩევნებში ცალკე იღებენ მონაწილეობას, როგორ ინარჩუნებენ თანამდებობებს? პირადად მე, ძალიან დიდი ხანია ამ თემაზე ვამბობ, რომ, როცა ესა თუ ის პარტია საარჩევნოდ ემზადება, დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან კარგია, არჩევნებზე ცალ-ცალკე იყარონ კენჭი. როცა ყველა პარტია საარჩევნო პროცესს გაივლის, გამომდინარე იქიდან, ვინ რამდენ ხმას მიიღებს,  მარტივი იქნება შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ, ასე ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით უნდა გადანაწილდეს მანდატები, იმ შემთხვევაში, თუ მიიღწევა შეთანხმება კოალიციურ რეჟიმში მუშაობაზე.

 

 

მესამე წელია ამაზე ვსაუბრობ. ასეთ გადაწყვეტილება ძალიან კარგია. კოალიციაში შემავალმა პარტიებმა ბრძოლა ერთად გამოვიარეთ. მაშინ  გავერთიანდით რეჟიმის წინააღმდეგ და, ვფიქრობ, ჩვენს წინაშე მდგომ ამოცანებს ვუპასუხეთ. ახლა დემოკრატიის განვითარებისთვის წინ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ეს დადებითად აისახება მომავალ მთავრობაზე, რადგან არ გაჩნდება კითხვები მანდატების განაწილებისას, ყველაფერი ხმების მიხედვით გადანაწილდება. მე არ მინდა ისეთ კვარცხლბეკზე დავდგე, რაც არ მეკუთვნის, ამიტომ დღევანდელი გადაწყვეტილება ყველასთვის სასარგებლოა", - ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner