logo_geo
eng_logo
ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად მიემგზავრებიან
- +

31 მარტი. 2017. 18:17



I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაძლიერებული ასეული ავღანეთში მიემგზავრება. სამშვიდობო მისიაში გაცილების ცერემონია დღეს მცხეთაში მე-12 ბატალიონის დისლოკაციის ადგილას გაიმართა. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.


გაცილების ცერემონიას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე, აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.


პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა. ღონისძიების დასასრულს კი I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა ბრიგადის სამხედრო კაპელანმა მამა მოსემ დალოცა. ქართული ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული ავღანეთში ამავე ბრიგადის მე-11 ბატალიონის ასეულს ჩაანაცვლებს და და ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ბაზაზე ცენტრალური სარდლობის დაცვას 7 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner