logo_geo
eng_logo
ლუხუმ ჩხვიმიანმა ძიუდოისტთა გრან-პრიზე საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა
- +

31 მარტი. 2017. 18:44



თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს დაწყებულ ძიუდოისტთა გრან-პრიზე, საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა მოუტანა. ჩხვიმიანმა გადამწყვეტ შეხვედრაში თანამემამულე ამირან პაპინაშვილს მოუგო.


სასტარტო ბრძოლების მოგების შემდეგ, პაპინაშვილმა ნახევარფინალში რუს ალბერტ ოგუზოვს აჯობა, ჩხვიმიანმა კი - უზბეკ მუხრიდინ ტილოვოვს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner