logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ადამიანს, რომელსაც ელემენტარული ერუდიცია არ გააჩნია, არაფერი ესაქმება პარლამენტში!
- +

31 მარტი. 2017. 18:45



ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„მახსოვს, ჟურნალისტობისას ერთხელ ექსპერიმენტი ჩავატარე, დეპუტატებს ვუსვამდი მარტივ კითხვებს, სახელმწიფო მოწყობაზე, გეოგრაფიაზე, კონსტიტუციაზე და ისტორიაზე და რამდენიმე იშვიათი ხარისხის იდიოტიც ვიპოვე. ჰოდა, დღევანდელი მედია, უბრალო ადამიანებს რომ უტარებთ ტესტირებებს, მიდით, მიადგეთ ქვეყნის რჩეულებს და ის ხალხი დატესტეთ მარტივი კითხვებით. ადამიანს, რომელსაც ელემენტარული ერუდიცია არ გააჩნია, არაფერი ესაქმება პარლამენტში. ისევე როგორც ჟურნალისტიკაში არ ესაქმება ადამიანს, რომელიც „რუსთავი 2"-ის ნიუსების გადათუთიყუშებით ქმნის მუშაობის ილუზიას", - წერს გიორგი უძილაური.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner