logo_geo
eng_logo
ე.წ ცენტრ-პოინტის საქმეზე ყველა ქონებას ყადაღა მოეხსნა
- +

31 მარტი. 2017. 20:35



თბილისის საქალაქო სასამართლო „ცენტრ-პოინტი" ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.


გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, რომ 2017 წლის 31 მარტის განაჩენით, დამნაშავედ არიან ცნობილნი თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია რ. და რუსუდან კ. მათ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner