logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: ამ დღეს საუკუნეების მანძილზე ველოდით...
- +

31 მარტი. 2017. 22:23




„ევროპამ გვაღიარა თავისი ოჯახის წევრად", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „რეპორტიორს" განუცხადა და ვიზა-ლიბერალიზაციის ძალაში შესვლას გამოეხმაურა. კოპალიანის თქმით, ამისთვის საქართველო საუკუნეებია იბრძვის და უვიზო მიმოსვლა დაიმსახურა.


„შეიძლება ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვთქვათ, რომ ამ დღეს საუკუნეების მანძილზე ველოდით, სულხან-საბადან დაწყებული. ვეძებდით იმ ადგილს, რომლის წევრადაც მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე თავს ვთვლიდით. ესაა ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ჩვენი ქვეყნისა და თითეული მოქალაქის ძალიან დიდი მიღწევა. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპამ აღიარა ჩვენი ქვეყნის წინსვლა, ჩვენი ქვეყნის კურსი. ევროპამ გვაღიარა თავისი ოჯახის წევრად, ამას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს.

 

მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იყო წლების მანძილზე და ეს, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან დიდი მიღწევაა. თქვენ ხედავთ, ევროპის ქვეყნები როგორ ხვდებიან ჩვენს მოქალაქეებს, როგორ გაუღო კარები ევროპამ საქართველოს, ეს შემთხვევით არ ხდება. ჩვენმა მოქალქეებმა, ჩვენმა ქვეყანამ დაიმსახურა ეს", - აცხადებს კოპალიანი.

 

კოპალიანი მოქალაქეების მხრიდან 3 თვიანი ვადის გადაცილების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია, თუმცა არა დიდი რაოდენობით.


„რა თქმა უნდა, მოქალაქეების გარკვეული რაოდენობა ასე მოიქცევა, მაგრამ ეს კატასტროფა არ იქნება. უვიზოდ მიმოსვლას აქვს თავისი მოთხოვნილებები, კრიტერიუმები. მიმაჩნია, რომ მსგავსი მომენტი ხშირად არ იქნება და დაბალი პროცენტი დარჩება ევროპაში, ისინი კი, რა თქმა უნდა, დეპორტაციას დაექვემდებარებიან და დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში", - განაცხადა კოპალიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner