ავტორი სალომე უერთაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი „რეპორტიორთან" საუბრისას პრეზიდენტის კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა მისი პიარკამპანია.
„ის იყენებს ახალი კონსტიტუციის განხილვას თავისი პიარკამპანიისთვის, ეს მისი საქმეა, თუმცა, სოლიდურად არ გამოიყურება და ლამაზი არ არის. მით უმეტეს, ჯერ საარჩევნო კამპანია არ დაწყებულა. საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია, მოსახლეობას თუ ხვდები, მაშინ კანონპროქტი უნდა წარუდგინო, რას უჭერ მხარს და როგორ, მას კი, კანონპროექტი ხელში არ უჭირავს, ის ჯერ არ არსებობს, ალბათ, რამდენიმე დღეში იქნება, გამოქვეყნდება და კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჯერ არ დადებულა კანონპროექტი და რის აგიტაციას ეწევიან, ჩემთვის გაუგებარია, როცა ხელში არაფერი გიჭირავს, ხალხს რაზე ესაუბრები? ", - ამბობს კოპალიანი.