logo_geo
eng_logo
4 წლის ბავშვი, რომელსაც გუშინ სატვირთო მანქანა დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა
- +

1 აპრილი. 2017. 00:00


 

30 მარტს 4 წლის ბავშვს გურჯაანში სატვირთო მანქანა დაეჯახა. ბავშვი თავდაპირველად გურჯაანის ჰოსპიტალში მოათავსეს, მოგვიანებით ბავშვი თბილისში გადაიყვანეს, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.


გარდაცვლილი არასრულწლოვანის დეიდამ „პირველს" აცნობა, რომ მძღოლი, რომელიც სატვირთო მანქანას მართავდა, დაკავებულია.


შსს-ს ცნობით, საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას" გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner